2014წლის 16.09 ესწრებოდა20 მოსწავლე
სადამრიგებლო საათი–ბავშვის მორალური განვითარება
განვსაზღვრე სიტყვა მორალი(ზნეობა),ვთხოვე ესაუბრათ , როგორი ადამიანი ითვლება კარგ ადამიანად.
დაასახელეს:ზრდილობიანი,მომთმენი,წესიერი,მიმტევებელი,შემწყალებელი,კაცთმოყვარე; უნდა იყენებდეს საუბრისას ზრდილობიან სიტყვებს:მობრძანდით,დაბრძანდით,ინებეთ,უკაცრავად,გეთაყვა,თუ შეიძლება,მომიტევეთ,მაპატიეთ...ვთხოვე ამ სიტყვების საშუალებით სეედგინათ წინადადებები.
1)თუ შეიძლება,ანას სთხოვეთ.
2)მობრძანდით,გეპატიჟებით!
3)მიირთვით გეთაყვა...
4)ინებეთ ჩემი საჩუქარი...
5)უკაცრავად,არ მინდა....
6)გეთაყვა,თუ შეიძლება წიგნი მომაწოდე...
7)დაბრძანდით,დედა მალე მოვა.
8)ბოდიში,შემთხვევით დაგეჯახეთ.
შევადარეთ უხეშ გამოთქმებს და გამოვიტანეთ დასკვნა:ადამიანის საქციელი მის სახეს განსაზღვრავს.
2014 წლის25.09 ჩატარებული სადამრიგებლო საათი
ოცნება
განვსაზღვრეთ სიტყვა,,ოცნების" მნიშვნელობა ბავშვების დასკვნის საფუძველზე:
ა)ოცნება არის ფიქრი:
ბ)ოცნება ლამაზი ფიქრია,ის,რაც გინდა,რომ გქონდეს ,ან აგისრულდეს.
ყველა მოსწავლემ დაასახელა ,ის რაზეც უოცნებია და დავყავით ორ სვეტად:
ასახდენი: აუხდენელი:
ლამაზი კაბა; ფრთების გამოსხმა;
გემით მოგზაურობა; უცხო პლანეტელი;
ბალერინობა; ბეტმენობა;
მსახიობობა; პრინცესა;
კოსმონავტობა მზეთუნახავი;
ცნობადი სახე; თოვლის დედოფალი;
მთვარეზე გაფრენა; ფიფქია.
აიპოდი;
დიდი ტელევიზორი;
პრეზიდენტობა;
სახლი გურიაში. გამოიტანეს დასკვნა:ოცნება,ადამიანს სიცოცხლეს ულამაზებს,მაგრამ საჭიროა ზომიერება. 2014 წლის 7.10 სადამრიგებლო საათი ფანტაზია ბავშვებს ავუხსენი ამ სიტყვის მნიშვნელობა,ფანტაზია წარმოსახვის(წარმოდგენის ) უნარია,ფანტაზიორი კი ის,ვისაც ეს უნარი გააჩნია. მაგ.ბეროზაშვილს აქვს ამის უნარი,ყველა ამბავს,ან მოვლენას ლამაზად წარმოგვიჩენს,აფხაზავას შეუძლია შეთხზას ნებისმიერ დროს ლამაზი ტყუილი,მოიგონოს ზღაპარი,ან მოთხრობა;ხურცილავა ხატვისას სხვადასხვა მოვლენებს ისე წარმოგვიდგენს,როგორც მის აზროვნებას შეუძლია.ფანტაზიის უნარის გასანვითარებლად კი წიგნების კითხვაა საჭირო. გამოიტანეს დასკვნა:ფანტაზიის უნარის განვითარებისთვის საჭიროა ბევრი წიგნის წაკითხვა,სიტყვების მარაგის დაგროვება,დაკვირვება მოვლენებზე,წაკითხულის გაანალიზება და სიუჟეტის შეცვლა. 2014 წლის 16.10 სადამრიგებლო საათი
პასუხისმგებლობა
ვესაუბრე და ჩამოვუყალიბე აზრი,რომ ყველა ადამიანი პასუხს აგებს თავის საქციელზე,თავის ქმედებაზე,ყველაფერი უნდა შეასრულოს ისე,რომ მართალი იყოს თავის სინდისთან,ოჯახთან,მეგობრებთან.ბავშვებმა დაასახელეს ადამიანის ტიპები,რომლებსაც გააჩნიათ პასუხისმგებლობის გრძნობა და პირიქით. დადებითი უარყოფითი:
შრომისმოყვარე; ზარმაცი;
კაცთმოყვარე; უპასუხისმგებლო;
კეთილი;
თავისი სიტყვის პატრონი; ამპარტავანი;
ერთგული; უზრდელი;
თავისი საქმის მოყვარული; უსაქმური;
გულისხმიერი. უზნეო;
No comments:
Post a Comment