გამოვიტანეთ დასკვნა:,,სანამ რამეს ჩავიდენდეთ,
საჭიროა დაფიქრება,
თორემ ისე ჩვენი ყოფა
არაფერიც არ იქნება."
ბავშვებმა გამოიტანეს დასკვნა:უპასუხისმგებლო ადამიანი ცხოვრებას უაზროდ ატარებს,არც თავისთავისთვის ვარგა,არც სხვისთვის.
დაასახელეს ანდაზები: რაც მოგივა დავითაო,ყველა შენი თავითაო.
კაცი,რომ თავისთავს დაუშავებს,მტერი ვერ უზამსო.
2014 წლის 22.10
მოსწავლის ქცევის წესები
წავიკითხე,ვისაუბრეთ,დაასახელეს ბავშვების მიერ წესრიგის დარღვევის შემთხვევები,დაგმეს და დადეს პირობა,რომ არასოდეს დააზიანებენ სასკოლო ინვენტარს,არ მიაყენებენ ტკივილს ერთურთს,დაუჯერებენ მშობლებსა და მასწავლებელს,იზრუნებენ ერთურთზე,დაიცავენ სასკოლო რეჟიმს,პატივს სცემენ,როგორც უფროსებს,ასევე მეგობრებს,იზრუნებენ სკოლის პრესტიჟის ამაღლებისათვის,დაიცავენ ეთიკურ ნორმებს,დაიცავენ დღის რეჟიმსა და მიხედავენ პირად ჰიგიენას.
2014 წლის25.10
სადამრიგებლო საათი
ბავშვის უფლებები
ნაწილნაწილ,თავების მიხედვით წავაკითხე ტექსტი,ისაუბრეს,იკამათეს,დასვეს კითხვები:1)ბებო ეზოში,რომ არ მიშვებს,არის თუ არა ეს ჩემი უფლების დარღვევა? 2)დედა მიშლის კომპიუტერთან დიდხანს ჯდომას,როგორ მოვიქცე?
3)გეჯაძე გაკვეთილზე მელაპარაკება და ვეღარ ვუსმენ,არღვევს ჩემს უფლებას თუ არა?
4)ჭადრაკზე დედას აღარ დავყავარ,მე კი მინდა,ხომ არღვევს ჩემს უფლებას?
5)ბავშვები არ მეთამაშებიან,მე გული მწყდება,რა ვქნა?
6)დაფასთან ხშირად არ მიძახებთ,თქვენ არღვევთ ჩემს უფლებას?
7)ლაშა თამაშიდან მაგდებს,ხომ არღვევს ჩემს უფლებას?
ყველა კითხვას გაეცა ამომწურავი პასუხი,შევთანხმდით,რომ დავიცავთ ჩვენს უფლებებს.
გადავწყვიტეთ კლასში შევქმნათ საფოსტო ყუთი,რომელშიც ჩაიყრება უფლების დარღვევის შემთხვევები და ყოველი კვირის ბოლოს მოხდება მათი განხილვა.
2014 წლის 28.10
სადამრიგებლო საათი
სიზარმაცე და მისი დაძლევის ხერხი
განვსაზღვრეთ სიტყვა,,სიზარმაცის" რაობა,ასევე ,,ეჯითობის".ვისაუბრეთ,ვიკამათეთ...თითქმის ყველა ბავშვმა აღიარა,რომ ზარმაცობს,ეზარებათ ადრე ადგომა,მეცადინეობა,სათამაშოების მილაგება და ჭამაც კი.
დავუსახელე წარმატებული ადამიანები და მთავარი მიზეზი მათი წარმატების.დაასახელეს სიზარმაცით მიღწეული სავარაუდო შედეგები:
ა)მათხოვრობა,(სიზარმაცეს მათხოვრობა მოსდევს) ბ)უსაქმურობა;
გ)ნარკომანია;
დ)ლოთობა;
ე)ქურდობა;
ვ)ყაჩღობა.
გააკეთეს დასკვნა:ასეთი ადამიანები საცოდავები არიან,ისინი არავის უყვარს,ყველა თავს არიდებს და სიცოცხლეს მარტოობაში ატარებენ.დადეს პირობა,რომ დაამარცხებენ ამ საშინელ ჩვევას.
No comments:
Post a Comment